суббота, 4 июля 2009 г.

პროექტის სათაური: მესხეთის ღირსშესანიშნაობანი



პრობლემის განსაზღვრა
დღეს განსაკუთრებული სიცხადით იგრძნობა სასწავლო პროცესში მოსწავლის შემეცნებით და გრძნობად-ემოციურ სამყაროზე ზემოქმედების საშუალებების აუცილებლობა.
სწავლება ორიენტირებულია არა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნაზე, არამედ აზროვნებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
ისტორიის სახელმძღვანელოებში დიდი ადგილი უკავია წარსულის მოღვაწეთა როლის ჩვენებას, მაგრამ ჩემი აზრით, ეს საკმარისი არაა.
პრაქტიკა ცხადჰყოფს მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების, ისტორიული ეპოქის განცდის ნაკლებობას.
მასწავლებლის ვალია, ეძებოს გზები, მეთოდები და ხერხები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების განვითარებას, კეთილმყოფელ ზეგავლენას მოახდენს მოზარდის გრძნობად-ემოციურ სამყაროზე, ხელს შეუწყობს მის ზნეობრივ-ესთეტიკურ აღზრდას, ჩამოუყალიბებს ისტორიულ ფასეულობათა დაცვის უნარ-ჩვევებს.




პროექტის მიზანი


პროექტის სტრატეგიული მიზანია მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების აღზრდის ხელშეწყობა;
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა პატრიოტულ აღზრდაში არსებული ნაკლოვანებების დაძლევას მისი ისტორიული ფასეულობების გაცნობის გზით.


პროექტის ამოცანა
პროექტით დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიმაჩნია შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:
ა) მოსწავლეთა ჯგუფის ფორმირება;
ბ) მესხეთში გასამგზავრებლად საჭირო ყველა ინფორმაციის მოძიება;
გ) მშობელთა ჩართვა ღონისძიების ორგანიზებაში;
დ) ორი მოსწავლის მომზადება დასათვალიერებელი ისტორიული ძეგლების შესახებ საუბრის გასამართად ადგი პროექტის განხორციელების გზები


პროექტის განხორციელების გზები
პროექტს განახორციელებს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედის ექვსი წევრი:
1. პროექტის დირექტორი: ირმა თითირაშვილი;
2. ქ. გორის VII საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში: მანანა ჯაშაშვილი;
3. ამავე სკოლის პედაგოგი: მაია შარაშენიძე;
4. მშობელი: ნინო ბუთხუზი;
5. ორი მოსწავლე: თეონა ასპანაძე, გვანცა დოლუაშვილი.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გამოყენებული იქნება ქ. გორის VII საჯარო სკოლის ისტორიის კაბინეტი, კეთილმოწყობილი ავტობუსი, მგზავრობისთვის საჭირო ნივთები, პროდუქტი, მედიკამენტები, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის დირექტორის ფუნქციაა, ზოგადად უხელმძღვანელოს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას, შეადგინოს სამარშრუტო გეგმა და გაანაწილოს სამუშაო დანარჩენ წევრებზე.მოამზადოს საბოლოო ანგარიში პროექტის დასრულების შემდეგ. ასევე აწარმოოს ფინანსური დოკუმენტაცია.
სკოლის დირექტორის მოადგილის ფუნქციაა, მეგზურობა გაუწიოს აღნიშნულ მარშრუტს.
მშობლის ფუნქციაა, დაეხმაროს პროექტის დირექტორს საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში (ტრანსპორტის დაქირავება, კვების, აღჭურვილობის და სხვა საკითხების ორგანიზება).
შერჩეული ორი მოსწავლის ფუნქციაა, მოიძიოს ინფორმაცია ისტორიული ძეგლების შესახებ და ადგილებზე გააცნოს ბავშვებს.